ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის, მარიამ ნიკოლაიშვილის მიერ, სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალ Journal of Clinical Medicine-ში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით: “ვირუსული ინფექციები, შესაძლოა ასოცირებული იყოს შონლაინ-ხენოხის პურპურასთან“ - სტატიის ლინკი
მარიამ ნიკოლაიშვილთან ერთად სტაატის ავტორი გახლავთ, იტალიელი მეცნიერი, ექიმი და პროფესორი, ვიტო დი ლერნია, რომელიც სტენდფორდის უნივერსტეტმა დაასახელა საუკეთესო მეცნიერების 2%-ში.
2022 წლის 27-29 დეკემბერს, მარიამ ნიკოლაიშვილი ასევე მიწვეული იყო საფრანგეთში, პარიზში, მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა მე-8 საერთაშორისო კონგრესზე - IMedHSC 2022, სადაც მან ზეპირი მოხსენების სახით, წარადგინა კვლევა სახელწოდებით: “ნევროლოგიური და ოფთალმოლოგიური სიმპტომები ადრეულ ბავშვობაში, როგორც მემკვიდრეობითი მეტაბოლური დაავადების გამაფრთხილებელი ნიშნები’’.